დასახელება:
რუსულენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
GI Outsourcing
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
შპს "GI Outsourcing" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული ენის კარგი ცოდნა, გამართული მეტყველება, განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა;
** ცოდნის და ახალი უნარების შეძენის სურვილი;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.
სამუშაოს აღწერილობა:
** ისრაელის ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების "Yes" და "Bezeq"-ის პროდუქტების და მომსახურების (ინტერნეტი, ტელეფონი, ტელევიზია) სატელეფონო გაყიდვები;
** შეკვეთების გაფორმება;
** მონტაჟის კონტროლი და მომხმარებელთან კომუნიკაციის შენარჩუნება;
** დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილური ხელფასი (ფიქსირებული ანაზღაურება ხელზე 1350 ლარიდან + ბონუსები გაყიდვებიდან);
** ოფისი თბილისში, წერეთლის გამზირზე;
** სამუშაო საათები: 11:00-19:00, 1 საათი შესვენება;
** ტრენინგები;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.მისამართზე info@gioutsourcing.ge და Subject-ში მიუთითეთ "sales".
*თქვენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავთ, რომ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ თქვენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
|
|
|
|