Робота для біженців з України
ინვენტარიზატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარიზატორი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს ინვენტარიზატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:

** გასტრონომ ჯგუფში შემავალი ობიექტების ინვენტარიზაცია გაწერილი გეგმის მიხედვით.
** საწყობში პროდუქციის ინვენტარიზაცია კვარტალში ერთხელ.
** ჩატარებული ყოველდღიური ინვენტარიზაციის ასახვა, პროგრამულად ინვენტარიზაციის დოკუმენტში.
** პროგრამული და ფაქტობრივი სასაქონლო ნაშთების შედარება და პროგრამულად ასახვა.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება მითითებულ ვადაში.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word)

საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი (6 თვის შემდეგ 1500 ლარი + ბონუსი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 მაისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე