Робота для біженців з України
ბარმენი - წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: კასს ლენდი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1800-2000 ლარი გამოცდილების შესაბამისად
კომპანია უზრუნველყოფს: განთავსებას, კვებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და მირთმევა რეცეპტების შესაბამისად
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური ურთიერთობა
** ბარის სისუფთავის და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** ბარის ინვენტარის და პროდუქტების კონტროლი, მარაგის შევსების საჭიროების შემთხვევაში ინფორმირება
** ფულის მიღება და ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში
** სასმელების პრეზენტაბელურად მირთმევა
** კოქტეილების და სპეციალური სასმელების შეთავაზება სტუმრებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავსი მოვალეობების შესრულების 2 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** ანალიტიკური აზროვნება, მომსახურების უნარები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე