დასახელება:
დამფუძნებლის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ფოლადის სახლი
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი მწარმოებელი და თრეიდერი კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას: დამფუძნებლის თანაშემწე
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის დამფუძნებლის მხარდაჭერა, პირადი ადმინისტრაციული და ტექნიკური ასისტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმოება ყველა საჭირო დაწესებულებასთან, რომლის სერვისის მიღებაც შესაძლოა დასჭირდეს ხელმძღვანელს.
** დირექტორისათვის საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა და საჭირო თარიღში შეხსენება;
** მივლინებების დაგეგმვა და მხარდაჭერა; გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება;
** ხელმძღვანელთან დაკავშირებული კორესპონდენციის ჩანიშვნა და მისთვის გაცნობა;
** ხელმძღვანელთან დაკავშირებული კორპორატიული დოკუმენტების მართვა; სხვადასხვა ტიპის, მათ შორის კონფიდენციალური წერილების/მასალების მომზადება და ადმინისტრირება;
** შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და სტუმრების მასპინძლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი თუმცა სასურველია ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პოზიტიური და მშვიდი განწყობის მატარებელი;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** აქტიური, თვითმოტივაციის უნარის მქონე და შედეგებზე ორიენტირებული;
** დაგეგმვის, კოორდინირების და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარის მქონე;
** ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარის მქონე
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო იუმაშევის ჩიხი #14
ბენეფიტები:
** კვება
** სატელეფონო ლიმიტი
** ტრანსპორტირება
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge.
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დამფუძნებლის თანაშემწე
კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|