დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
kamkama.ge
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია "www.kamkama.ge" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/
პოზიცია ექვემდებარება: გაყიდვების მენეჯერს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 24/05/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის პროდუქციის გაყიდვების გაზრდა
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** შემომავალი ზარების მიღება და კონსულტირება;
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** CRM სისტემაში ინფორმაციის შეყვანა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სატელეფონო გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურების დიაპაზონი: 1200 - 1500 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი.
** სოციალური პაკეტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
** წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ენსო ჯგუფის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
|
|
|
|