Робота для біженців з України
საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე (დღის ოპერატორი)

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება.
** სადაზღვევო პირობების შესახებ კონსულტაციის გაწევა
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება.
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება.
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება და გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: bitsadze@myigg.ge; gabelia@myigg.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე