დასახელება:
სამშენებლო უბნის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ინფრაკონ
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
სამშენებლო კომპანია "ინფრაკონ"-ს ესაჭიროება სამშენებლო უბნის მენეჯერი.
სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები
ანაზღაურება 4000 ლარი
მოვალეობები:
** სამშენებლო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვა;
** ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესრულება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
** ობიექტის მომარაგების სწორად დაგეგმვა, საჭირო მასალების შესყიდვაზე დროული ინფორმაციის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გზების და ხიდების მშენებლობაში;
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (საგზაო ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია ან სხვა შესაბამისი მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო სპეციალობით;
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დაგეგმარების უნარი;
სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.მისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო უბნის მენეჯერი".
|
|
|
|