Робота для біженців з України
ილუსტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ილუსტრატორი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
Hash Bank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ილუსტრატორი

ძირითადი ფუნქციები:

** ვიზუალური იდენტობის შესაბამისად, ილუსტრაციების სერიის შექმნა სოციალური მედიის, ვებსაიტისა და მარკეტინგული მასალებისათვის;
** ბრენდის guide-ისა და ფერების პალიტრის გათვალისწინებით, ილუსტრაციების შექმნა.
** კრეატიული კონცეფციის განვითარება და იდეების ვიზუალიზაცია დიზაინის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** საჭიროების შემთხვევაში, არსებული ილუსტრაციების ადაპტაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის.

ცოდნა და გამოცდილება:

** მსგავს სტილში (flat, bold, vector-style, minimalistic) მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება Adobe Illustrator-ში, ან სხვა ვექტორული ილუსტრაციის პროგრამაში;
** მინიმალისტური ილუსტრაციების შექმნის უნარი;
** Motion Design-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 8 მაისი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია

კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე