დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Sandro
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
"Sandro" - ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1984 წელს. ეს ბრენდი ცნობილია იმით, რომ გვთავაზობს განსაკუთრებულ, თანამედროვე და ელეგანტურ სტილს. ის განსაკუთრებით პოპულარულია მაღალი ხარისხის ტანსაცმლითა და აქსესუარებით, რომლებიც ხშირად განიხილება, როგორც იდეალური ბალანსი კლასიკურ ფრანგულ სტილსა და თანამედროვე ტენდენციებს შორის.
ცხადდება ვაკანსია "Sandro"-ს პირველი ფილიალისთვის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება, ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ;
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის 28
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი - Sandro"
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
|
|
|
|