დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
www.wishlist.ge
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია/მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
** ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით.
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
** მზარდი ანაზღაურების სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge და გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|