დასახელება:
კურსი - CCNA
|
მომწოდებელი:
ასოციაცია გრენა
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.
ასოციაცია "გრენა" გთავაზობთ კურსს - CCNA (Cisco Certified Network Associate)
კურსის შინაარსი:
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Cisco-ს მოწყობილობების (მარშრუტიზატორების, კომუტატორების) არქიტექტურას, მათი ინსტალაციისა და კონფიგურაციის ბაზურ საკითხებს, კომპიუტერული ქსელის მუშაობის პრინციპებს, მასში მიმდინარე პროცესებს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისის. პროტოკოლისა და პროგრამის ფუნქციონირების საკითხებს.
კურსი შედგება 3 ნაწილისგან:
** Introduction to Networks
** Switching, Routing and Wireless Essentials
** Enterprise Networking, Security, and Automation
კურსის ხანგრძლივობა 6-7 თვე; კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობაა 1.5 საათი
კურსის საფასური - 1600 ლარი
მოქმედებს 20 % ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.
ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე. სწავლის დაწყების თარიღი დამოკიდებულია დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობაზე.
დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მისამართზე: https://academy.grena.ge/geo/ccna
თ. ჭოველიძის ქუჩა 4ა
0108 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 225 05 90
ელ-ფოსტა: contact@grena.ge
ვებ-გვერდი: https://www.grena.ge/
ფეისბუქი: https://www.facebook.com/grena.grena.ge/
|
|
|
|