Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შემოუერთდი TNET ის ციფრული ეკოსისტემის მარკეტინგის გუნდს ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

შენი როლი თინეთში:

** ბრენდის სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სტრატეგიაზე დაფუძნებული მარკეტინგული გეგმის შემუშავება და აღსრულება;
** კონტენტ გეგმის შემუშავება და შესაბამისი პირების კოორდინირება;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ბიუჯეტის ეფექტური მართვა მარკეტინგული გეგმისა და კონტენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** კონკურენტების ანალიზი;
** საჭიროებისამებრ სააგენტოებთან ურთიერთობა და კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება, მართვა;
** ბიზნესის გუნდთან მჭიდრო ურთიერთობა და პროდუქტის განვითარებაში ჩართულობა;
** ყოველთვიური რეპორტინგი განხორციელებულ აქტივობებზე დაინტერესებულ პირებთან.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგული კომუნიკაციების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელებაში;
** გამოცდილება სააგენტოებთან ურთიერთობაში.

თინეთში დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge. შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე