Робота для біженців з України
არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი, 3D ვიზუალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი, 3D ვიზუალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ არქიტექტორს/ინტერიერის დიზაინერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 4 წელი, მუშაობდეს Revit-ში და თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** არქიტექტურის/ინტერიერის დიზაინის განხრით უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება არქიტექტურულ /ინტერიერის დიზაინის პროექტებზე
** მუშაობის გამოცდილება Revit-ის პროგრამაში

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შექმნა
** ტექნიკური ნახაზებისა დამზადება
** გუნდთან და პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია
** დამკვეთთან კომუნიკაცია და პროექტის ფარგლებში შესაბამისი ფაზის პრეზენტაციის წარდგენა

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის პერსპექტივას

ვაკანსია 2: 3D ვიზუალისტი

ვეძებთ ნიჭიერ და შემოქმედებით 3D ვიზუალისტს, რომელიც იმუშავებს არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციაზე. თუ გიყვართ დეტალებზე მუშაობა და შეგიძლიათ იდეების რეალისტური გადმოცემა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების ფოტორეალისტური 3D ვიზუალიზაცია
** ექსტერიერისა და ინტერიერის რენდერების შექმნა
** 3D მოდელირება, ტექსტურირება და განათების დაყენება
** არქიტექტორებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა
** პროექტების დედლაინების დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** გამოცდილება 3D ვიზუალიზაციაში (მინ. 4-5 წელი სასურველია)
** მცოდნე პროგრამები: 3ds Max, V-Ray/Corona Renderer, Photoshop (სასურველია: SketchUp, Lumion, Blender)
** მასალების, ტექსტურების და განათების (lighting) ფუნდამენტური ცოდნა
** რეალისტური ვიზუალიზაციისა და პოსტპროდუქციის უნარები
** კრეატიული ხედვა და დეტალებზე ყურადღება
** გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი

რას გთავაზობთ?

** მეგობრული და პროფესიონალური გარემო
** კრეატიული და საინტერესო პროექტები
** განვითარებისა და პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო მეილზე: Info@atarchitecture.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე