Робота для біженців з України
აგრო ტექნიკის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აგრო ტექნიკის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას აგრო ტექნიკის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი;
** სამუშაო დრო: კვირაში - 40 სამუშაო საათი (არანორმირებული)
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ანალიზი და წინადადებების მომზადება სოფლის მეურნეობის ტექნიკისა და მათი სათადარიგო ნაწილების გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** სარეალიზაციო პროდუქციის მოთხოვნის დამუშავება, შეკვეთა და ზედამხედველობის გაწევა პროცესის მიმდინარეობაზე;
** შესყიდვებისა და მარაგების მართვა, მომხმარებლების მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
** ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი.
** პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;
** მუდმივი კავშირი მომხმარებლებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;
** კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტებთან ურთიერთობების მართვა;
** ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავება;
** კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** წლიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების შედგენა;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც კარგად ერკვევა სოფლის მეურნეობის ტექნიკის სპეციფიკაში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე