Робота для біженців з України
რეგიონული მენეჯერის მოადგილე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერის მოადგილე
მომწოდებელი: ფინბიურო
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჯგუფების შესასრულებელი გეგმების მიხედვით, ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
** ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი, ვიზიტების ბიუჯეტის კონტროლი;
** მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი;
** სტანდარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა;
** როტაციის პროცესში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმური შეხვედრა/ქოლი გაიდლაინის მიხედვით;
** არაგეგმური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით;
** რეგიონის ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
** პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე;
** გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონული მენეჯერის მოადგილე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე