დასახელება:
რეპეტიტორი
|
მომწოდებელი:
KEA
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"KEA • Knowledge Empowers All" აცხადებს ვაკანსიას რეპეტიტორებისთვის!
სასწავლო ცენტრი "KEA • Knowledge Empowers All" აფართოებს აბიტურიენტულ მიმართულებას და ეძებს პროფესიონალ რეპეტიტორებს შემდეგ საგნებში:
** ქართული ენა და ლიტერატურა
** ისტორია
** სამოქალაქო განათლება
** მათემატიკა
სამიზნე ჯგუფი: მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და აბიტურიენტები
ვის ვეძებთ?
რეპეტიტორებს, რომლებიც:
** ფლობენ შესაბამის საგნობრივ კომპეტენციას (აუცილებელია უმაღლესი განათლება და სიღრმისეული საგნობრივი ცოდნა)
** აქვთ გამოცდილება აბიტურიენტებთან მუშაობაში
** იციან, როგორ წარმართონ დისციპლინირებული, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული მეცადინეობა
** გამოირჩევიან პუნქტუალურობით, კომუნიკაბელურობით და სიყვარულით მოზარდების და საკუთარი საქმიანობის მიმართ
** აფასებენ სტაბილურობას, ეთიკურ მიდგომას და თანამედროვე სასწავლო გარემოს
რას გთავაზობთ KEA-ში?
** თანამედროვე, ნათელი და სრულად აღჭურვილი სასწავლო სივრცე თბილისში
** მუდმივი მხარდაჭერა სასწავლო პროგრამისა და სილაბუსის უზრუნველყოფაში
** მშობლებთან ფინანსური და სხვა ორგანიზაციული საკითხების მართვა ცენტრის მიერ
** იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობის ხელშეწყობა
** ტექნიკური უზრუნველყოფა (ბეჭდური მასალები, ტექნიკა, Wi-Fi)
** ფიქსირებული და დაბეგრილი ანაზღაურება — ყოველთვიურად, ერთიანად და გამჭვირვალედ
** ნახევარ განაკვეთზე დატვირთვა — კვირაში სამი (სამოქალაქო განათლების შემთხვევაში ორი)
შეხვედრა თითოეულ ჯგუფთან
** მცირე ჯგუფები — 3-6 მოსწავლე
ანაზღაურების სტანდარტი, განრიგი და დასვენების პოლიტიკა იხილეთ ამ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1VvAqE-eN7yZCP108jJBd5WHImeXb4I_q/view?usp=sharing
განაცხადების განხილვის პროცესი:
პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ:
** CV
** სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა (მოტივაციური წერილის ფორმატით ან თავისუფალი სტილით)
განაცხადები გამოგზავნეთ ელფოსტაზე: khatia.mikava.1@gmail.com.
შემოსული განცხადებების განხილვა ეტაპობრივად მოხდება მათი მიღებისთანავე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, გასაუბრებისთვის მოწვევის მიზნით.
გასაუბრებები ჩატარდება KEA-ს ამჟამინდელ სივრცეში თბილისში ან ონლაინ, შეთანხმების შესაბამისად.
სასწავლო ცენტრის FB გვერდი: https://www.facebook.com/KhatiasEnglishAcademy
|
|
|
|