Робота для біженців з України
უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
"Extra.ge" - ის გუნდში, უმცროსი გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია გვაქვს.

Extra.ge არის ყველაზე დიდი დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში.ჩვენს ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში 150, 000-მდე პროდუქტი გეგულება. Extra.ge ვებ გვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით. Extra.ge-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური სტილისა და მასალის შემუშავება (როგორც ციფრული ასევე Offline არხებისთვის);
** ციფრული არხებისთვის საკომუნიკაციო ვიზუალების გაიდლაინის მომზადება;
** ბეჭდური მასალების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში კორპორატიულ სტილზე მუშაობა (ლოგოსა და ბრენდბუქის შემუშავება)

ძირითადი პროგრამების ცოდნა:

** Adobe Photoshop
** Adobe Illustrator
** სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად

ძირითადი უნარები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** რამდენიმე პროექტის ერთდროულად განხორციელების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ხატვა;
** ტიპოგრაფიების გამოცდილება

სამუშაო განრიგი:

** 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე

დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის ქუჩა N41

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე