"Melitina Foundation" აცხადებს შეთავაზებების მიღებას არსებული სცენარის მიხედვით, ანიმაციური ფილმის შესაქმნელად.
"Melitina Foundation" 2025 წელს დაარსდა. მისი შთაგონების წყარო 17 წლის მელიტინაა - მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ენერგია.
ორგანიზაციის მიზანია, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ის ახალგაზრდები, რომლებიც ფილმებით არიან გატაცებულნი და სურთ, საკუთარი ცხოვრება კინოხელოვნებას დაუკავშირონ.
ფილმის ფორმატი: 2D ანიმაცია
ფილმის ქრონომეტრაჟი: 3-5 წუთი
დაინტერესებულმა პირებმა ან ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:
** ბოლო ნამუშევრები (1-დან 3-მდე),
** რეზიუმე (ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში - გუნდის წევრების რეზიუმეები)
შერჩევა ორ ეტაპად წარიმართება. მეორე ეტაპზე, კანდიდატებს გაეგზავნებათ სცენარი, რომლის საფუძველზეც, მათ უნდა წარმოადგინონ პროექტის კონცეფცია, ვადები და ბიუჯეტი.
პროექტი შეირჩევა და დამტკიცდება მეორე ეტაპზე მიღებული განაცხადების განხილვის შედეგად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 მაისი, 2025.
დაინტერესებული პირებისაგან, პირველი ეტაპისათვის მოთხოვნილ დოკუმენტებს დაველოდებით ელ. ფოსტაზე: about@melitinafoundation.com.
მეილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ დასახელება: ანიმაცია.
|