Робота для біженців з України
გაყიდვების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
საკონდიტრო კომპანია "ჯორჯიან ბეიქერს"-ი 2008 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცეს უწყვეტად განაგრძობს. ჩვენ გთავაზობთ როგორც ფხვიერი და შოკოლადიანი, ასევე სნექებს მრავალფეროვან ასორტიმენტს სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ჯორჯიან ბეიქერს"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუსაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 2000 ლარი; (ყოველთვიური ბონუსი)

მოთხოვნები:

** დისტრიბუციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** თანამშრომელთა გუნდის მართვის უნარი;
** ხალხთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ხანგრძლივი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ეფექტური მუშაობით.
** დაქვემდებარებულ მერჩენდაიზერების ზუსტი დავალებების გაწერა და მათი შესრულების მონიტორინგი.
** ყოველდღიური კომუნიკაცია ტრადიციული ქსელის VIP კლიენტებთან;
** ახალი მსხვილი კლიენტების და რეგიონული დილერების მოზიდვა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, ასორტიმენტის ზრდაზე, განლაგებაზე და პრომო აქციებზე.
** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება.
** შეკვეთების მიღება და მათი დამუშავება, შემდგომ ზედნადებების გასაწერად ადმინისტრატორთან გადაგზავნა.
** ლოჯისტიკის და წარმოების მენეჯერთან მიწოდების და წარმოების პროცესების გავლა და კოორდინაცია შეკვეთების დროულად მიწოდების ნაწილში.
** დებიტორული დავალიანების ყოველდღიური კონტროლი და გადახდების დროული განხორციელების უზრუნველყოფა.
** რეგიონულ დილერებთან კომუნიკაცია, მათ მიერ შეთანხმებული გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი, გადახდების მონიტორინგი, მარკეტინგული ბიუჯეტის მონიტორინგი.
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@coffeesta.com და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

"ჯორჯიან ბეიქერს"-ი მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე