დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ბეიქერსი
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
საკონდიტრო კომპანია "ჯორჯიან ბეიქერს"-ი 2008 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცეს უწყვეტად განაგრძობს. ჩვენ გთავაზობთ როგორც ფხვიერი და შოკოლადიანი, ასევე სნექებს მრავალფეროვან ასორტიმენტს სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ჯორჯიან ბეიქერს"-ი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი ჯუმბერ ლეჟავა 22.
ანაზღაურება: 1500 ლარი; (ყოველთვიური ბონუსი 500 ლარი)
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით;
** სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
** კვების პროდუქტების მრეწველობაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო საწარმოებში);
** თანამშრომელთა გუნდის მართვის უნარი;
** ხალხთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მატერიალური აღრიცხვის საწყისების კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
ძირითადი მოვალეობები:
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური მართვა და გამართული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების შესაბამისად საწარმოო პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება.
** ნედლეულის ჩამოწერის აქტების შედგენა და მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხობრივი კონტროლი;
** ნედლეულის შეკვეთების განთავსება;
** პროდუქციის რეცეპტურის მიხედვით დამზადების მონიტორინგი;
** დამზადებული პროდუქციის აღრიცხვა;
** სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მძღოლ ექსპედიტორების მიერ შეკვეთების მიწოდების მონიტორიგნი;
** ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@coffeesta.com
გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
|
|
|
|