Робота для біженців з України
პურ-ფუნთუშეულის მცხობელი - მოსკოვის გამზირი, წერეთელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, პურ-ფუნთუშეულის მცხობლის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: მოსკოვის გამზირი, იარაჯულის 3 და წერეთელი, აგლაძის 87

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას აღნიშნულ პოზიციაზე, მთავარია გიყვარდეთ ცომეულის ცხობა დიასახლისის დონეზე, დანარჩენს ჩვენ შეგასწავლით ადგილზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 08:00-16:00 სთ კვირაში 6 დღე ან 08:00-20:00 დღეგამოშვებით
** ანაზღაურება: 1000-1200₾ + პროცენტი გაყიდვებიდან (ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე).

პურ-ფუნთუშეულის მცხობლის ძირითადი მოვალეობები:

** პურ-ფუნთუშეულის სხვადასხვა სახეობის გამოცხობა (ქურაში).
** დახლების რეგულარული შევსება.
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი.
** სისუფთავის დაცვა.
** პროდუქციის სალაროდან გაყიდვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** მოწესრიგებულობა.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე