Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, ა. ცაგარელის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 დღე, 9 საათიანი გრაფიკი: 12:00 - 21:00
** ფიქსირებული ხელფასი: 600₾ (+ ბონუსი)

ჩვენ გთავაზობთ:

** შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ყოველთვიურ ბონუსს (გაყიდვებიდან გამომდინარე)
** მეგობრულ გარემოს

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად;
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა FINA)

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** გამოცდილება არ არის აუცილებელი (გამოცდილი მენტორები უზრუნველყოფენ კანდიდატისთვის პროცესების ადგილზე შესწავლას).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი (СV) მითითებულ ელფოსტაზე: farmbasket70@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე