დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბელმარტი
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
შპს "ბელმარტი" - 15 წელია ეწევა პრემიუმ ხარისხის სასურსათო პროდუქციის იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და პროდუქტების ევროპული ხარისხის სტანდარტს.
შპს "ბელმარტის"-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
პოზიციის დასახელება: ფილიალის მენეჯერი
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას #91;
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით: 10:00-18:00;
** კვირა - დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 1400 ლარი, დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა;
** კონკურსის ფორმა: გასაუბრება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი
** დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი
** პროდუქციის ინვენტარიზაცია
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** პროდუქციის მიღება
პიროვნული უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფი აზროვნება
** გამართული მეტყველების უნარი
** თავაზიანობა
** სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პროგრამა ფინას ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან პირადი მონაცემები ელექტრონულ მისამართზე: info@grandfoods.ge
CV-ების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 მაისი, 2025.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|