დასახელება:
ელექტრო-ტექნიკოსი/მემონტაჟე
|
მომწოდებელი:
ელექტრიფაი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
შპს "ელექტრიფაი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ტექნიკოსის (მემონტაჟე) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები და ძირითადი მოთხოვნები:
** მიიღოს მონაწილეობა ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო დამტენი სადგურები) ხარისხიანი მონტაჟი და შემდგომი ექსპლუატაცია.;
** საჭიროებისამებრ შეაკეთოს დაზიანებული მოწყობილობები;
** განახორციელოს მოწყობილობების ხარისხის და ფუნქციონალობის კონტროლი;
** მოახდინოს მონიტორინგი ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
** მოახდინოს მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** მოწყობილობების უწყვეტი და გამართული მუშაობისთვის საჭირო შესყიდვების დროულად შეძენისა და მობილიზაციის ინიცირება და მარაგების კონტროლი;
** მიიღოს მონაწილეობა ქვეკონტრაქტორების შერჩევასა და პროექტის სამუშაოებში ჩართვაში.
** მიმდინარე სამუშაო პროცესების მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება, გამოვლენილი ხარვეზების დეტალური შესწავლა და რეაგირების ნაბიჯების დაგეგმვა
** დადგენილი მომსახურებისა და კომუნიკაციის სტანდარტების მიხედვით კლიენტების მომსახურება
** არსებული სადგურებზე ექსპლუატაციის სერვისის მიწოდების საჭიროებების დროული გამოვლენა, დაგეგმვა და განხორციელება მაღალი ხარისხით
** ცვლილებების ინიცირება სერვისებში, რაც გაზრდის კლიენტების კმაყოფილებას მომსახურებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო ან ტექნიკურ სფეროში (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი;
** პროფესიული, ან უმაღლესი ტექნიკური განათლება ელექტროტექნიკის, ელექტროინჟინერიის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია ენერგეტიკის ან სამრეწველო სექტორში.
** ჩაითვლება უპირატესად ელექტრო სისტემების (12/24/48/230/400 V) მოვლა-შეკეთების, დიაგნოსტიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამოცდილება.
** ელექტრო სქემების კითხვისა და ელექტრო საზომი ხელსაწყოების გამოყენების და ანალიზის ცოდნა.
** ელექტრო უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა.
** პრევენციული სარემონტო სამუშაოების ჩატარების უნარი პროცედურებისა და ჩეკლისტების მიხედვით.
** ხარვეზების დიაგნოსტიკის უნარი, ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
** მცირე სარემონტო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების უნარი.
** კომპიუტერული საბაზისო პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ან რუსული ენის ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე ცოდნა.
** ავტომობილის მართვის მოწმობა.
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, დროის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: info@electrify.ge
|
|
|
|