Робота для біженців з України
ხაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით.

ვებსაიტი: https://georgita.ge/

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალო.
ფილიალები მდებარეობს: წერეთლის N87; 26 მაისის მოედანი/მიროტაძის N2; პოლიტკოვსკაიას ქ. N29; ცინცაძის ქ. N26; შროშის ქ. N2
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე. 09:00-17:00/14:00-22:00 (ცვლების მიხედვით). შესვენება დღეში 1 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1300 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის დახლზე განლაგება შესაბამისი ფასმაჩვენებლებით და სარეალიზაციოდ გამზადება;
** მომხმარებლისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.
** მერჩენდაიზინგის დადგენილი წესების დაცვა, პროდუქციის მუდმივი კონტროლი და შევსება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა და კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

თუ ხართ მზად იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@euro-line.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

Tel: 595052815

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ევროლაინმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით..
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე