დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
გვესაჭიროება მერჩენდაიზერი, რომელიც თბილისის მასშტაბით, უზრუნველყოფს ქსელში განთავსებული ღვინის პროდუქციის აღწერას, მოლაპარაკებებს მენეჯერებთან, დახლებზე პრეზენტაბელურად განთავსებას/განლაგებას და სტოკის კონტროლს.
დამატებითი ინფორმაცია:
** სფერო - მეღვინეობა.
** საგამოცდო ვადა - 6 თვე.
** ანაზღაურება არის შეთანხმებით, სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე - მინიმუმ 1, 200 ლარი.
** ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურებადია კომპანიის მხრიდან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** პროდუქტის სხვადასხვა ობიექტებზე კომპანიის მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისად განთავსება / განლაგება.
** სავაჭრო ობიექტებზე არსებული ნაშთების კონტროლი.
** რეპორტინგი ობიექტებზე პროდუქციის განთავსების შესახებ. მერჩენდაიზერმა უნდა უზრუნველყოს პროდუქციის ორგანიზებული და თვალსაჩინო განთავსება, მოლაპარაკებების წარმოება ობიექტების მენეჯერებთან და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:
** მერჩენდაიზინგის ან გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე - hr@onepoint.ge
Subject-ში მიუთითეთ - "მერჩენდაიზერი".
|
|
|
|