დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
აშენდი აგრო საქართველო
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
შპს "აშენდი აგრო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნ. ხოშარაულის 29
სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** აღმასრულებელი დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კომუნიკაცია-ძირითადი საკონტაქტო პირის როლის შესრულება;
** აღმასრულებელი დირექტორის კალენდრის მართვა; შიდა ორგანიზაციული შეხვედრების, ბიზნეს ვიზიტების/მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი დოკუმენტის წარმოება, მიწოდება შესაბამის მხარეებთან და შესრულების პროცესში კომუნიკაცია;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
** პრეზენტაციების, დოკუმენტაციების, ოფიციალური წერილების, რეპორტების მომზადება;
** სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "აშენდი აგრო საქართველო " მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|