დასახელება:
ძვირფასი ლითონების შემფასებელი ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Gold Credit
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 10 მაისი
|
საფინანსო ორგანიზაცია "გოლდ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ძვირფასი ლითონების შემფასებელი ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად - 1000-დან 1300 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებელთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
** ფაილინგის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ამ სფეროში 2-წლიანი გამოცდილება;
** ძვირფასი ლითონების შეფასების დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** აუცილებელია რეკომენდატორი ბოლო სამუშაო ადგილიდან.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: contact@apexd.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ძვირფასი ლითონების შემფასებელი ოპერატორი".
|
|
|
|