Робота для біженців з України
გათბობა-გაგრილების ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გათბობა-გაგრილების ტექნიკოსი
მომწოდებელი: აი ჯი დეველოფმენტი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ. თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი", აცხადებს ვაკანსიას გათბობა-გაგრილების ტექნიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70
სამუშო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სისტემების, დანადგარების, მოწყობილობების, სხვა ტექნიკური საშუალებების ტექნიკურად გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** გათბობა-გაგრილების სისტემების მწყობრში მოყვანა, მოვლა-პატრონობა;
** სისტემების ფუნქციონირებაზე რეგულარული დაკვირვება და შემოწმება;
** ვენტილაციის სისტემების რეგულარული მოვლა-პატრონობა;
** საშხეფი სისტემების რეგულარული მოვლა-პატრონობა;
** სახანძრო ავზთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და რეგულარული მოვლა-პატრონობა;
** ტექნიკური სამსახურის უფროსის ან/და დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება ტექნიკური მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს და დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე