დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მანდარინა
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"მანდარინა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების კონსულტანტი
ქალაქი: თბილისი
"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიკური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge
"wegroup", MANDARINA, REDBERRY
ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: http://www.wegroup.ge
მოქნილი სამუშაო გრაფიკი:
** 5 დღე ნახევარი განაკვეთი: I ცვლა - 10:00-16:00; II ცვლა - 16:00-22:00
** შესვენება: დღეში 40 წუთი
** 1 დღე სრული განაკვეთი: 10:00-22:00
** შესვენება: 1 სთ და 20 წუთი
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
** ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
** პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
** ჯანსაღ სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** მაღაზიის ვიზუალზე და სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა.
ღირებულებები და პიროვნული უნარები:
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/pjuBAd1
|
|
|
|