Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=628604&print=yes&view=jobs
 
ექიმი/ზოგადი პროფილის ექიმი - საღამოს განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი/ზოგადი პროფილის ექიმი - საღამოს განაკვეთი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ექიმი/ზოგადი პროფილის ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (17:30-22:00)
ლოკაცია: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტებისთვის ონლაინ სატელეფონო კონსულტაციის გაწევა
** პაციენტებისთვის ონლაინ მიმართვების და რეცეპტების გამოწერა
** მეილზე შემოსული ელ. მიმართვების მართვა
** პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა და ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნვა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დიპლომირებული მედიკოსი (უმცროსი ექიმი, რეზიდენტი კლინიკურ დარგებში), ან სერტიფიცირებული ექიმი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;
** ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ექიმი/ზოგადი პროფილის ექიმი".

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია