დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
International Visa Center
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
"International Visa Center" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.
ვეძებთ კომუნიკაციისა და გაყიდვების გამოცდილებით თანამშრომელს, რომელსაც აინტერესებს კარიერა დინამიურ და მზარდ ვიზა-სერვისების სფეროში!
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარების, სოციალური მედიისა და ჩატების მეშვეობით
** სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვის უნარების გამოყენებით შეთავაზებების განხორციელება
** კითხვებზე სწრაფი და პროფესიონალური პასუხი Instagram, Facebook და TikTok
პლატფორმებზე
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი და მისთვის ოპტიმალური ვიზის პროგრამის რეკომენდაცია
** შიდა CRM სისტემაში ინფორმაციის ჩანაწერები და ყოველდღიური რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქოლცენტრში ან მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება მინ. 1 წელი
** გამართული მეტყველება და წერითი უნარი ქართულად (ინგლისური და რუსული სავალდებულო არ არის, მაგრამ ჩაითვლება უპირატესობად)
** კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებული და გაყიდვებზე მორგებული მიდგომა
** სოციალური ქსელების ცოდნა (Facebook, Instagram, TikTok - აუცილებელი)
რას გთავაზობთ ჩვენ:
** პროფესიონალური ტრენინგი ვიზის სფეროში
** ფიქსირებული 850 ხელფასი + მოტივაციური ბონუს სისტემა
** კომფორტული სამუშაო გარემო და გუნდი
** კარიერული განვითარების პერსპექტივა
სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: სრული
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@visacenter.ge და მიუთითოთ სათაურად: "მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი"
|
|
|
|