დასახელება:
საკონდიტროს შეფ დე პარტიე
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ბოდბე
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სასტუმრო "ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.
მდებარეობა: ბოდბე, კახეთი
ჩვენ შესახებ:
სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.
სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.
სასტუმრო ბოდბეს ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით საკონდიტროს შეფ დე პარტიეს პოზიცია ანგარიშვალდებულია საკონდიტროს შეფ მზარეულთან.
სუ შეფის ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით საკონდიტრო პროდუქტების, დესერტების და ფუნთუშეულის მომზადება - ცხობა გაფორმება;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** საკონდიტრო პროდუქტის ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კულინარიული განათლება ან შესაბამისი გამოცდილება
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** მრავალი დავალების ეფექტურად მართვის უნარი
** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ცოდნა და დაცვა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
სასტუმრო "ბოდბე" თანამშრომლებს უზრუნველყოფს სხვადასხვა ბენეფიტებით, მათ შორის:
** რელოკაციის მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში)
** კორპორატიული კვება
** ექსკლუზიური კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა ყველა თანამშრომლისათვის.
** პროფესიული განვითარების ტრენინგები
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - nina.odishvili@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საკონდიტროს შეფ დე პარტიე"
წარმატებას გისურვებთ!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|