Робота для біженців з України
კონტენტ სპეციალისტი - MyJobs
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ სპეციალისტი - MyJobs
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას MyJobs-ს Content Specialist-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: part-time, ჰიბრიდული.

შენი როლი თინეთში:

** პარტნიორი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეგისტრაცია Myjobs.ge-ზე;
** პარტნიორი კომპანიების ვაკანსიების განთავსება ვადებისა და საიტის სტანდარტების დაცვით;
** საიტზე არსებული კონტენტის გადამოწმება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ვაკანსიაზე ინფორმაციის გადაცემა Customer Support გუნდისთვის, მომხმარებელთან დასაკავშირებისა და პრობლემის აღმოფხვრისათვის;

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ფლობ საოფისე პროგრამებს.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე