Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=628477&print=yes&view=jobs
 
უმცროსი იურისტ-რეგისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტ-რეგისტრატორი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, უმცროსი იურისტ-რეგისტრატორის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;

შენი როლი:

** დოკუმენტაციის სამართლებრივი რევიზია;
** მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, სკანირება, საჯარო რეესტრის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა;
** იურისტის სხვა მოვალეობების შესრულება.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ფლობ საოფისე პროგრამებს.

კიდევ უფრო საინტერესოა, თუ გაქვს საჯარო რეესტრში მუშაობის გამოცდილება.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია