Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=628460&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსების ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე არსებული მაცივრებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ობიექტებზე არსებული დანადგარების, გაყვანილობებისა და სისტემების გეგმური შემოწმება და კონტროლი;
** სამეურნეო საკითხები;
** ტექნიკოსების ჯგუფის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** საქმის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია