დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
თურსა
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი.
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** საწყობში პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.
სამუშაო საათები:
** დღეში 8 სამუშაო საათი, ცვლებში.
** დასვენება: კვირაში 1 დღე;
მოთხოვნები:
** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება
პირობები:
** ანაზღაურება: 1500-დან 2000 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)
** 6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
** ერთი წლის შემდეგ თანამშრომელი ისარგებლებს მეცამეტე ხელფასით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Hr@tursa.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "საწყობის თანამშრომელი (თბილისი)"
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
|
|
|
|