Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდვის შესაბამისი დოკუმენტბრუნვის წარმოება/კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება;
** შესყიდული ტვირთის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
** შესყიდვის შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში შეყვანა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგის წარმოება წინასწარ დადგენილი ფორმატის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა - B2 დონე;
** MS Office პროგრამების ფლობა;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე