დასახელება:
მძღოლ/კურიერი
|
მომწოდებელი:
სარეკლამო კომპანია დეიზი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
სარეკლამო საწარმო "დეიზი", რომელიც უკვე 22 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. "დეიზის" წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.
"დეიზის" საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება.
კომპანია ეძებს მძღოლ/კურიერს
სამუშაო განაკვეთი- სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ადგილმდებარეობა- თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
ექვემდებარება - ოფისის მენეჯერს
ანაზღაურება - 1100 ლარი ხელზე ასაღები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ავტომობილით მზა პროდუქციის მიწოდება დამკვეთისთვის ან/და დამკვეთისგან პროდუქციის ოფისში მოტანის უზრუნველყოფა;
** დამკვეთისთვის ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტაციის მიწოდება ან/და დამკვეთისგან ოფისში მოტანა;
** პროდუქციის გადაზიდვის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** მართვის მოწმობის ქონა B კატეგორია მექანიკური;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ტელეფონი
თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი/კურიერი".
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 მაისი, 2025.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს "დეიზი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე hr@daisy.ge
|
|
|
|