Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=628419&print=yes&view=jobs
 
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: საკონდიტრო ბელა
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე!

ჩვენი ფილიალები: http://www.belastorti.ge/ka/faq/
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 სთ.
ანაზღაურება: 1200 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

** ფილიალების მომარაგება საკონდიტრო ნაწარმით (დღის განმავლობაში მარაგდება საშუალოდ 4 ფილიალი), პროდუქციის დატვირთვა-გადატვირთვა;
** პროდუქციის უსაფრთხოდ/დაუზიანებლად, საგზაო მოძრაობის წესების დაცვით დანიშნულების ადგილზე მიტანა;
** ავტომანქანის მაცივრის ტემპერატურის აღრიცხვა/კონტროლი;
** ავტომანქანის სისუფთავესა და ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია