დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
საკონდიტრო ბელა
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე!
შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:
https://www.facebook.com/tortibela
https://www.instagram.com/patisserie_bela/
https://www.tiktok.com/@belastorti
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათი (მცოცავი გრაფიკით);
ლოკაცია: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გლდანი
ანაზღაურება: 950 ლარიდან
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება და მაცივრებში განლაგება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლების თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
** ფილიალში მიღებული შეკვეთის სათავო ოფისისათვის დროულად გადაცემა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|