დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Delivo
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ლოკაცია: ფარსადანის 10 ნომერი.
კომპანია გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი სრული განაკვეთი; შაბათი - ნახევარი განაკვეთი;
** დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილების საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის პრობლემებზე დროული და სათანადო რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი გადამისამართება;
** სატელეფონო გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი;
** კომპანიის სახელზე არსებული მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება რომელიც უშუალოდ კავშირშია ქოლ ცენტრის ოპერატორთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქოლ ცენტრში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 22 მაისისა. გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|