Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Urbantails
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ზოომაღაზიათა ქსელი "Urbantails" - "ჰოლდინგ.ჯი" - ს დიდი ოჯახის წევრია. Holding.ge აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს - წარმოება, აგრო-განვითარება, სტუმართმოყვარეობა, ტურიზმი, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა და ლოგისტიკა.

"Urban Tails" ეძებს გუნდის წევრს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, 15-16 ცვლა თვის ჭრილში. (კვირაში 40 საათი);
სამუშაო საათები: 10:00 სთ-21:00 სთ;
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (200 ლარიდან 1000 ლარამდე);

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება;
** პროდუქციის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტაცია;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საქმიანობის წარმოება;

მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შინაური ცხოველების სიყვარული;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: joinus@urbantails.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30/04/2025

წარმატებებს გისურვებთ!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ურბანთეილსის" (ს/კ 406470037) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე joinus@urbantails.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის N2.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე