Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=628381&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
ბლუ უოთერსის გუნდი ეძებს ახალ წევრს სტაჟიორს ბუღალტერიის მიმართულებით!

Blue Waters მუშაობს წყლის ფილტრაციის სისტემებისა და ჩამდინარე/საკანალიზაციე წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.bluewaters.ge

თუ შენ დგამ პირველ ნაბიჯებს კარიერაში და გეგმავ გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებას, ჩვენი გუნდი მზად არის ხელი შეგიწყოს განვითარებაში.

შენთვის მნიშვნელოვანი დეტალები:

** არაანაზღაურებადი სტაჟირება
** სამუშაო საათები: შეთანხმებით

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო პროექტებზე მუშაობა;
** მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო;

გვსურს აქტიურად იყო ჩართული შემდეგ აქტივობებში:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება
** სახელფასო უწყისების პროგრამული გატარება/კონტროლი
** საბანკო ამონაწერების პროგრამული გატარება/ კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების ყოველთვიური კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ჩვენთვის სასიამოვნო იქნება თუ შენ:

** გაქვს განვითარების სურვილი;
** გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ;
** შეგიძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ადაპტირება;

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/intern/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია