Робота для біженців з України
წარმოების დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების დიასახლისი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/

კომპანია "აპტოსი" ეძებს წარმოების დიასახლისს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: წარმოების ტერიტორიის დასუფთავება არსებული სტანდარტების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ: კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ტრანსპორტირება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ. ამილახვრის ქ.#15

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 22 მაისამდე, გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@aptos.ge;

ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "წარმოების დიასახლისი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე