დასახელება:
საკრედიტო ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Hash Bank
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
Hash Bank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: საკრედიტო ადმინისტრატორი
ძირითადი ფუნქციები:
** საკრედიტო განაცხადების რეგისტრაცია Alta-ს საბანკო სისტემებში (B6 და LMS);
** საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება, მათი სისწორის უზრუნველყოფა და სრული სასესხო დოკუმენტაციის შენახვა;
** სასესხო განაცხადების მონიტორინგი და შესაბამისი ქმედებების კონტროლი;
** საბანკო პროგრამებში მონაცემების დროული და სწორი ასახვა;
** საჭიროებისამებრ კოორდინაცია სხვა შიდა დეპარტამენტებთან;
** არსებული საკრედიტო პოლიტიკისა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება საკრედიტო ადმინისტრირების, ან საკრედიტო მიმართულებით;
** საბანკო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Alta : B6 და LMS);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
უნარები:
** სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 მაისი, 2025.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|