Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Optimo
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
კომპანია OPTIMO მარკეტინგის მენეჯერს ეძებს!

OPTIMO - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

უფრო დეტალურად: http://www.optimo.ge

Optimo-ში მარკეტინგის მენეჯერი როლი მოიაზრებს:

** კომპანიის მარკეტინგული საქმიანობისა წარმართვა;
** მარკეტინგული სტრატეგიისა და ბრენდის განვითარება;
** მრავალარხიანი კამპანიების მართვა, მათ შორის სოციალური მედიის, ციფრული რეკლამის, ელფოსტის, PR და ღონისძიებების მიმართულებით;
** კომპანიის ვებგვერდის კონტენტის და ბლოგების განვითარება;
** სოციალური მედიის პლატფორმები (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) მართვა და ინტერაქტიური და კრეატიული კონტენტის შექმნის უზრუნველყოფა;
** დიზაინერებთან, კოპირაიტერებთან და აუთსორს რესურსებთან თანამშრომლობა;
** მარკეტინგული აქტივობების და კამპანიების მონიტორინგი და ანალიზი, მათი ეფექტურობის გაზომვა და ოპტიმიზაცია;
** ახალი ტენდენციების და ტექნოლოგიების მუდმივი კვლევა, შესწავლა, დანერგვა კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად.

ძირითადი ცოდნა და უნარები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში (სასურველია B2B ბიზნესის გამოცდილება)
** ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის და ლიდების გენერაციის კარგი ცოდნა;
** მნიშვნელოვანია Advertising -ის გამოცდილება
** მარკეტინგში; კონტენტის შექმნის, ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კარგი ცოდნა და უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო გრაფიკი:

** 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე

დასაქმების ადგილი: პეკინის 41

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე