დასახელება:
ოჯახის ექიმი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე თბილისში.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
პასუხისმგებლობები:
** დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა და შესაბამისი დანიშნულების მიცემა;
** ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა;
** მიმართვების გაცემა, დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში;
** სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
** ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsabakhtarishvili@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოჯახის ექიმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 მაისი..
|
|
|
|