Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს ბავშვები
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში, ა.მიცკევიჩის 30/32.

განათლება-კვალიფიკაცია:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
** ცხრილებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარები;
** ოფიციალური კორესპონდენციის წარმოების უნარები;
** კლიენტთან/ვიზიტორებთან ფორმალური ურთიერთობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
** პუნქტუალობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხვა პირებთან/ორგანიზაციებთან/კონტრაქტორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები;
** პუნქტუალობა/დროის ეფექტური მართვის უნარი

მოვალეობები:

** ინვენტარისა და აღჭურვილობის, საოფისე ფართის გამართულობისა და სისუფთავის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.
** ელექტრონული საქმის წარმოება, ორგანიზაციის მონაცემთა და ინფორმაციის ნაკადების მართვა;
** შესყიდვებისა და შეკვეთების განხორციელება, მართვა და მონიტორინგი;
** ორგანიზაციის შრომის, სახანძრო და ზოგად უსაფრთხოების მართვის სისტემის მართვაში მონაწილეობა (ადმინისტრაციასა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან ერთად).
** -სტრესულ სიტუაციის მართვა - მშვიდი და კონსტრუქციული კომუნიკაცია სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება და კონფლიქტების მართვის ბაზისური უნარების გამოყენება.

უფლებები:

საქართველოს შრომის კოდექსითა და შესაბამისი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო 9:00 - 18:00 საათამდე 1 საათიანი შესვენების ჩათვლით. კვირაში 40 საათი
** ანაზღაურება: 800.00 ლარი დარიცხული (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით)

შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელექტრონულ მისამართზე: childrenofgeorgia1@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე