Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სპეც.ტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას - ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: სრული

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (სასაწყობე დამტვირთველები; სამშენებლო ამწეები; JCB 3CX) მდგომარეობის და მოვლის პროცესების მონიტორინგი;
** სერვისების დაგეგმვა; ზეთების/ფილტრების/ნაწილების შეცვლა;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, მართვა, შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
** კონტრაქტორ კომპანიებთან შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კონკურენტული და განსხვავებული სახელფასო დანამატები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ტექნიკური მენეჯერი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე